ნინო ბურჯანაძემ შვეიცარიის ელჩს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პატრიკ ფრანცენის შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურმა აცნობა, ნინო ბურჯანაძემ ელჩთან შეხვედრაზე გაიხსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო შვეიცარიის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა 2020 წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობას.

როგორც ნინო ბურჯანაძე განმარტავს, შვეიცარიის ელჩი საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების შესახებ.

„საქართველოს შეუძლია ისეთივე წარმატებული და აყვავებული იყოს, როგორც შვეიცარიაა, ოღონდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რეალური მრავალპარტიულობა ქვეყნის მართვაში,“ - აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.

ნინო ბურჯანაძემ შვეიცარიის ელჩს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, მან პირადად დაპატიჟა პატრიკ ფრანცენი „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი.

„როგორც ნინო ბურჯანაძე განმარტავს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ის თხოვნით მიმართავს ყველა ელჩს, რომ დაეხმარონ ოპოზიციურ პარტიებს, რათა გარკვეული ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რომ მან ვერ შეძლოს 2020 წლის არჩევნების გაყალბება.

ბურჯანაძის თქმით, ყველა ელჩი იზიარებს წუხილს გასული არჩევნების ლეგიტიმურობასა და დარღვევებთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ყველა მათგანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებს ევროპა გამადიდებელი შუშით დააკვირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა