მორის მაჩალიკაშვილის ნათესავი - ჩანაწერს რამდენჯერმე  ვუსმინე,  ეს მისი  ხმა არ არის - დამონტაჟებულია

მე ვუსმინე გავრცლებულ მასალას და მორის მაჩალიკაშვილის ხმა არ არის, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის ნათესავმა მადინა ბაღაკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ცოტა ხნის წინ გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებულია და რაიმე დასკვნების გაკეთებამდე მისი ავთენტურობაა გამოსაკვლევი.

„ჰუსეინს(მორისი) კარგად ვიცნობ და არასდროს მიიღებდა მონაწილეობას მსგავსი რამის დაგეგმვაში. ჩანაწერსაც რამდენჯერმე ვუსმინე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ეს მისი ხმა არ არის. დამონტაჟებულია. გაუჭირდებოდათ მონტაჟი თუ რა? ეს არის გამიზნული და მორიგი პროვოკაცია ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ“, - განაცხადა მადინა ბაღაკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა