სალომე ზურაბიშვილი - ომმა და პროვოკაციებმა ვერ შეაცვლევინა საქართველოს  ევროკავშირისა და ნატოს მიმართულება - ეს ჩვენი გამარჯვება და რუსეთის დამარცხებაა

„ომმა, პროვოკაციებმა და ზეწოლამ, ვერ შეაცვლევინა საქართველოს მთავარი მიმართულებები ევროკავშირისა და ნატოს კუთხით, ეს ჩვენი გამარჯვება და რუსეთის დამარცხებაა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლონეთისა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

„დღეს ნატო მოდის საქართველოსკენ, რადგან შავი ზღვა უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. საქართველო, პარტნიორებთან ერთად, მზადაა იზრუნოს შავი ზღვის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რათა აქ არ შემოვიდეს ის კონფრონტაცია და ის კონფლიქტები, რომელიც ხელს არ შეუწყობს სწორედ იმ ხიდს, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის.

ომმა, პროვოკაციებმა და ზეწოლამ, ვერ შეაცვლევინა საქართველოს მთავარი მიმართულებები ევროკავშირისა და ნატოს კუთხით, ვერ შეაჩერა საქართველოს ეკონომიკური განვითარება.ეს ჩვენი გამარჯვება და რუსეთის დამარცხებაა! ამ გამარჯვების გზაზე უნდა განვაგრძოთ სიარული ჩვენ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე - ეს იქნება ტატუნაშვილი-ოთხზორიას სია, თუ გაეროს რეზოლუცია ჰუმანიტარულ და დევნილთა საკითხებზე. ამ მიმართულებებით ჩვენი თანამშრომლობის გააქტიურება ამ დოკუმენტებს უფრო ეფექტიანს გახდის. ჩვენ შორის არის ორმხრივი საკითხები და ვიმედოვნებ, რომ გაიზრდება ეკონომიური, კულტურული თანამშრომლობა,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა