სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთი ჩვენს გვერდით დგას, როგორც მშვიდობის პერიოდში, ასევე ომში

„ძალიან იშვიათია გყავდეს ისეთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს და გვერდში დაგიდგეს. მე მგონი, სხვა ასეთი ქვეყანა საქართველოს არ ჰყავს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა პოლონეთს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

„ძალიან იშვიათია გყავდეს ისეთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს და გვერდში დაგიდგეს. მე მგონი, სხვა ასეთი ქვეყანა საქართველოს არ ჰყავს. ეს იცის საქართველოს მოსახლეობამ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა პოლონეთს. ვიცით, რომ პოლონეთი ჩვენს გვერდით დგას, როგორც მშვიდობის პერიოდში, ასევე ომში. ჩვენ არ დაგვავიწყდება 2008 წელს თქვენი პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში. ყველა საერთაშორისო ფორმატში და ყველა ფორუმზე მისი და შემდგომ თქვენი მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები. ასე გრძელდება დღემდე.

საქართველოს, პოლონეთის სახით, ევროკავშირსა და ნატო-ში ჰყავს პარტნიორი და მოკავშირე, რომელიც ყოველთვის მზადაა გზა გაუხსნას მას. დღეს 7 მაისია და აღმოსავლეთ პარტნიორობას 10 წელი შეუსრულდა, რომელიც სწორედ პოლონეთისა და შვედეთის მიერაა წამოწყებული. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა უნდა განახლდეს და ახალი ფორმები მიიღოს იმ პარტნიორობამ, რომლის ფორმატში ძალიან ბევრს მიაღწია საქართველომ. ჩვენ მივიღეთ პარტნიორობა, შემდეგ ასოცირება, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირთან და ვიზალიბერალიზაცია. უზარმაზარი ნაბიჯები გადავდგით სწორედ ამ მხარდაჭერით და დღეს გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეთ,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა