უხუცესი ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - სუს-ი დიდ შეცდომას უშვებს და ეს პროცესი მიზანმიმართულია

მსგავსი მასალის გავრცელება არასწორი და ეს პროცესი მიზანმიმართულია, - ამის შესახებ პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა დღეს სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერის კომენტირებისას განუცხადა.

„ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების სამსახური ამით დიდი შეცდომას უშვებს და ეს პროცესი მიზანმიმართულია. ჯერ 21 აპრილის ამბებზე არ არის ჩამცხრალი ვნებათაღელვა და ახლა კიდევ ეს. დავუშვათ არის ეს ჩანაწერი, ეს ხომ საიდუმლო საქმეა და ასე გასაჯაროება როგორ შეიძლება?! მე ვფიქრობ, იმის წარმოჩენის მიზანი აქვთ, რომ ჩვენ ვართ ცუდი ხალხი და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები. ამით უნდათ, მოსახლეო წააქეზონ ჩვენ წინაღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ როგორც 21 აპრილის მოვლენებზე აღიარეს გაუაზრებლი საქციელი, ისევე რომ თავის დროზე ეღიარებინათ თემირლანის მოკვლა შეცდომად, სიტუაცია აქამდე არ მივიდოდა. ეს კაცი ითხოვს სამართალს ,ამდენი ხანია და პასუხი არ აქვს. მე ვიცნობ მალხაზ მაჩალიკაშვილს, ის ასეთ რამეს არასოდეს დაგეგმვავდა“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

იხილეთ ვიდეო: სუს-ი დიდ შეცდომას უშვებს და ეს პროცესი მიზანმიმართულია - უხუცესი ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო