მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი - მზად ვართ, მივიდეთ გამოკითხვაზე და  ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ მათი მიზანი არის მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია

ჩვენ მზად ვართ, რომ მივიდეთ გამოკითხვაზე და იგივე იმ გასაიდუმლოებულ ნაწილში ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ მათი მიზანი არის მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას ახორციელებს.

სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით, რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული, ადვოკატი მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

„მაშინ, როდესაც გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმედებაში გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები, ამ შემთხვევაში ჯერ ელოდებიან, როდის მოვა მოწმის სახით პირი და მისცემს ინფორმაციას. შემდგომ, თუ გამოიკვეთება დანაშაულის არსებობაზე ვარაუდი, იწყება უკვე მიმდინარე პროცესი და საქმე იგზავნება სასამართლოში. დღეს ეს დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან უხეში და ხმამაღალი განცხადება, ეს არის არათანაბარი და არასწორი ბრძოლა. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიდეთ გამოკითხვაზე და იგივე იმ გასაიუდმლოებულ ნაწილში ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ მათი მიზანი არის მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია. ვფიქრობ მალხაზ მაჩალიკაშვილს ამისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან არ არსებობს მტკიცებულბების სათანადო რაოდენობა, რომ ეს ქმედება დაკვალიფიცირდეს დანაშაულად,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა