წყნეთი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 მაისს დროებით გადაიკეტება

8 მაისს წყნეთი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყნეთი- სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მიმდინარე წლის 8 მაისს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტება სამუშაოების სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით. გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპელ გეოლოგებთან ერთად მიმდინარეობდა აღნიშნული გზის მონიტორინგი, მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, ტყის მასივში, რომელიც გზის სავალ ნაწილთან მდებარეობს უნდა ჩატარდეს დამატებითი - პრევენციული ხასიათის გამაგრებითი სამუშაოები, რათა არ ჩამოიშალოს ტყის მასივი. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს,” - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა