ირაკლი კობახიძე სუს-ის ინფორმაციაზე - შემაშფოთებელია, რაც ჩვენ  მოვისმინეთ და ვიხილეთ

შემაშფოთებელია, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ და ვიხილეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საქმის გამოძიებას პარლამენტიც დააკვირდება.

„შემაშფოთებელია, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ და ვიხილეთ. ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული პრობლემაა და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება საჭირდება. ბუნებრივია, ამ საქმეს სჭირდება ჩაღრმავება და ეს ყველაფერი პარლამენტის დაკვირვების ქვეშაც იქნება. გამოძიებას სჭირდება დრო და იმ მომენტში ხდება ფაქტობრივი მოცემულობის გასაჯაროვება, როდესაც ამას საჭიროდ თვლის სამართალდამცავი ორგანო. ეს დამოკიდებულია გამოძიების მიმდინარეობაზე და როდესაც ჩაითვალა სწორად, მაშინ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა