ირაკლი კობახიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - ქისტები არიან ჩვენი ძმები და დები,  თუ  ტერორიზმი გამოვლინდება, რეაგირება, პირველ რიგში,  მათ ექნებათ

ქისტები არიან ჩვენი ძმები და დები. თუ ტერორიზმი გამოვლინდება, სათანადო რეაგირება, პირველ რიგში, მათ ექნებათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ტერორიზმი ქისტებისთვისაც მიუღებელია.

„ქისტები არიან ჩვენი ძმები და დები. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული თანაცხოვრება და მეგობრობა. მათთვის ისეთივე მიუღებელია ტერორიზმი, როგორც ქართველებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი რამ გამოვლინდება, ბუნებრივია, სათანადო რეაგირება პირველ რიგში, ქისტებს ექნებათ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა