მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას, თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ

მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც სუს-ის მიერ მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, მას სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არასდროს გადაუხვევია და ამას არც ახლა აპირებს.

ამასთან, იგი მზაობას გამოთქვამს, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა დააკაონ, თუკი თვლიან, რომ საფრთხეს წრამოადგენს.

„9 თვეა თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ იმ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?! მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ! მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას! თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ! ჩემი სიცოცხლე უკვე დიდი ხანია დასრულდა. ყველას გისურვებთ მშვიდობას,” - წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს