„სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა

თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. მათი ინფორმაციით, ფესტივალი 16 მაისამდე გაგრძელდება.

მასში მონაწილეობას საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს.

როგორც კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს მომავალი თაობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შესაბამისად, მათში სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ყველას გამარჯვება გისურვოთ. დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა. ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება, ყველა აგური, რომელიც იდება, მიმართულია იქეთ, რომ თქვენ, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვროთ უკეთეს საქართველოში, უკეთეს თბილისში. ამ ყველაფერში თქვენი თანამონაწილეობა, თქვენი ჩართულობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მომავალ კვირას ვგეგმავ, ჩემს თანამშრომლებთან ერთად წარმოვადგინო, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქში. მინდა, გისურვოთ წარმატებები და დარწმუნებული ვარ, ეს 10 დღე იქნება ძალიან საინტერესო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

10 დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში ჩატარდება 20-მდე მასობრივი ღონისძიება: სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, ასევე, დახურვის ცერემონია.

ფესტივალი მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს. საკონკურსო ნაწილი ითვალისწინებს შეჯიბრებებს უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის 3 სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) და სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს 4 მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა).

არასაკონკურსო მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ეთნოკულინარიული გამოფენა; სპორტული ღონისძიებები(კრიკეტი, ბადმინტონი); მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალს ეყოლება გამარჯვებული უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამოვლინდება.

როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.

ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა