გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს

პარტია ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, შენგელია სანდრა რულოვსს დებატებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სთავაზობს, რადგან „იმედში“ მისვლაზე რულოვსმა უარი განაცხადა.

შენგელიას განცხადებით, დებატები ზუგდიდის მოსახლეობას მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს.

,,ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ სხვადასხვა საკითხზე - მე მინდა დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონ სანდრა რულოვსი დებატეში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლზე“, სადაც შეგვეძლება, ყველა საკითხზე პირისპირ ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში, გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას.

ზუგდიდის მერობა, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური ინტერესების მიმართულება. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი, ხალხის გვერდში მდგომი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში. ამიტომ ურთიერთობდე მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან და მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო, რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო, ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს.’’ - განაცხადა შენგელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა