მალხაზ მაჩალიკაშვილი  პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან მივიდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან და მეუღლესთან ერთად, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებთან მივიდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს მედიისთვის დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც ცნობილია, ის მთელი ღამის განმავლობაში კარავში დარჩება.

პარლამენტის შენობის წინ ასევე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილიც, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე გამოიკითხა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვების ხვალაც გაგრძელდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იგეგმება უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა.

რაც შეეხება პარლამენტთან არსებულ ვითარებას, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებიც ტერიტორიაზე უსაფრთხოებას იცავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს