ნინო ბურჯანაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ძი იენჩის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.

პარტიის ლიდერის თქმით, შეხვედრა საკმაოდ თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა. საუბრისას ძი იენჩმა ჩინეთში ნინო ბურჯანაძის, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლობის მხრიდან ეს იყო ყველაზე წარმატებული ვიზიტი. თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძემ ძი იენჩის 2005 წელს ჩინეთის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საკითხი ეხებოდა ჩინეთის მიმართ საქართველოს ვალს, რომელიც 3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და მისი გადახდა საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ უწევდა. ნინო ბურჯანაძე იხსენებს, რომ მან განსაკუთრებული თხოვნით მიმართა ჩინეთის ფინანსთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, აღნიშნული ვალის პატიების შესახებ, რაც ჩინეთის რესპუბლიკის მხრიდან დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებული იქნა. აღნიშნულ ფაქტზე ნინო ბურჯანაძემ ძი იეჩინს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელზეც საქართველო და ჩინეთის სახელმწიფოები აქტიურად თანამშრომლობენ. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ჩინეთის რესპუბლიკას კოლოსარული პოტენციალი აქვს, რომლის გამოყენება პატარა საქართველოსთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ჩინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. თავის მხრივ, ძი იენჩმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და განაცხადა, რომ მიესალმება ყველა იმ პროცესს, რაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუწყობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა