აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოულოდნელად ერაყს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოულოდნელად ერაყს ეწვია. პომპეომ ბერლინში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ერაყელ ლიდერებთან შესახვედრად ბაღდადში ჩაფრინდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პომპეოს ერაყში ვიზიტის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა, როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ადილ აბდულ მაჰდის. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ირანთან ბოლო დროის ურთიერთობის ესკალაციას უკავშირდება.

როგორც პომპეომ განაცხადა, აშშ-ის სურს ერაყი ნაკლებად დამოკიდებული ქვეყანა გახდეს ირანთან ენერგოშეთანხმებებზე.

შეგახსენებთ, პომპეოს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე რეგიონში აშშ-მა ავიამზიდები განალაგა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში ბომბდამშენებსაც გზავნის. ამის მიზეზად კი ირანიდან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიმართ მომავალი საფრთხეები დაასახელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა