გურამიშვილის ქუჩაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს მიწის მასა ჩამოიშალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ამ დროისთვის ადგილზე კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები ვითარებას სწავლობენ. ტერიტორიაზე მუშაობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო