ბორჯომის ხეობაში, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე, საინფორმაციო ტური გაიმართა

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის პროგრამის მაგისტრანტებს ტყის აღდგენის პროექტი გააცნო.

„პროექტის საფუძველზე, გასულ წელს 144 -ჰა ფართობზე უკვე განახორციელდა დარგვის სამუშაოები. მხოლოდ შემოდგომაზე 250 ათასამდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. გაზაფხულზე ტყის აღდგენის სამუშაოები ასევე, 144 ჰა ფართობზე გაგრძელდება და ჯამში 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგვება. დღესვე, სოფელ დაბის მიმდებარედ, სტუდენტებმა 50-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო