ირაკლი სესიაშვილი მაჩალიკაშვილზე - ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, თუმცა გამოძიებას უნდა დაველოდოთ

ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეიძლება მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის განზრახვა ჰქონოდა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მან მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე სხვა დეტალები არ იცის.

„იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ყველამ ერთად ვიხილეთ. თავისთავად ცხადია, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტის სესიაზე, სადაც მათ შორის საუბარი იყო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე და იმ ჯგუფთან გარკვეულ კავშირებზე, აქაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ",- განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიჩაკაშვილის საქმეს, სესიაშვილის თქმით, "ის აბსოლუტურად განყენებულია და ამ საქმესთან კავშირში არ არის".

„შესაბამისად, ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და ველოდებით დასკვნებს. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ეს საქმე ორი თვის ვადაში სავარაუდოდ, დასრულდება",- განაცხადა სესიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო