ირაკლი სესიაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე - ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება დაცულია, მიუხედავად მათი პოლიტიკური ინტერესებისა თუ შეხედულებებისა

ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება დაცულია, მიუხედავად მათი პოლიტიკური ინტერესებისა თუ შეხედულებებისა, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ირგვლის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მან კონკრეტული საქმე ზედმიწევნით არ იცის.

„სამწუხაროდ, არ მქონდა საშუალება, რომ „რუსთავი 2"- ის საქმეზე თვალყური მედევნებინა. დამატებით არაფრის თქმა არ შემიძლია. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მეწილეებს შორის არის დავა. დეტალები არ ვიცი. ერთი რამ ცხადია, რომ ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება დაცულია, მიუხედავად მათი პოლიტიკური ინტერესებისა თუ შეხედულებებისა",- განაცხადა სესიაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომ ტელეკომპანიაზე „შეტევის ახალი ფაზა იწყება“.

მისი განცხადებით, „რუსთავი2“-მა ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნიჟარაძე „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა