ოთარ კახიძე - რაც არ უნდა გავრცელდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის თაობაზე, ეს არ არის პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე

რაც არ უნდა გავრცელდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის თაობაზე, ეს არ არის პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, კითხვები რაც აქვს საზოგადოებას და დაღუპულის ოჯახს, ეხება სპეცდანიშნულების დანაყოფის მიერ დაგეგმილ ოპერაციას და სასიკვდილო გასროლას.

„ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია, არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება ხელისუფლებას არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერს, მასში საუბარია ძალიან სერიოზულ ქმედებებზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ მოქმედებას საჭიროებს“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო