„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეებში, ჩვენს ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს: სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ნავთობპროდუქტების საცალო ბაზრის ლიდერი და ამ პოზიციას კომპანია უკვე წლებია ინარჩუნებს. ამასთან, არ ვადასტურებთ გავრცელებული ინფორმაციის იმ ნაწილს, რომ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ იყიდება. უფრო მეტიც, ვაცხადებთ, რომ ამ ინდუსტრიიდან გასვლას არ ვაპირებთ და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ჩვენი ჯგუფის ინტერესია ბიზნესის გამსხვილება, რის გამოც, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ ბაზარზე მოქმედ პატარა თუ მსხვილ სუბიექტებთან გაერთიანებას, რაც არის ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და წარმოების ჩვეულებრივი პრაქტიკა.

და ბოლოს, ჩვენი ჯგუფი ყოველთვის იყო ღია და გამჭვირვალე საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და ამა თუ იმ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეების არსებობის შემთხვევაში ჩვენვე ჩავაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა