თურქეთის საელჩო - ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტის განხორციელებით, ვაზიანის მცხოვრებლებისა და დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იგეგმება

ვაზიანში მცხოვრები ომის დროს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პურის საჭიროების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ გამოყო შენობა, რომლის სარემონტო სამუშაოებს შეასრულებს თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად შენობა გადაცემულია 2019 წლის 25 აპრილს, ხოლო დასრულება იგეგმება 2019 წლის სექტემბრის თვეში. საერთაშორისო საბაზრო ფასების მიხედვით, დაგეგმილი სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 400 000 აშშ დოლარია.

მათივე ცნობით, ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტის განხორციელებით, ვაზიანის მცხოვრებლებისა და დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო