არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია.

„როგორც ჩანს, მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი პრევენციის მიზნით სწორად და ეფექტურად იმოქმედა. თანამდებობის პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული. ამიტომ, ამ საქმეზე შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო