ელენე ხოშტარია მაჩალიკაშვილის საქმეზე - თუ სახელმწიფო დადასტურებულად ამბობს, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს?

თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება ზომები არ იყოს აქამდე მიღებული",- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სპეცოპერაციასთან და თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან.

„რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერებს, ცხადია, თუ ეს ავთენტურია, ძალიან მძიმე რამეა. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. წარმოუდგენლად გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება, რომ ზომები არ იყოს აქამდე მიღებული. ცხადია, უნდა დადასტურდეს ავთენტურობა, რა თქმა უნდა ამ სახელმწიფოს გამოძიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ რაც მოვისმინეთ არის მძიმე, სერიოზული რამ და აქ ისეთი გაუგებარი მოქმედებაა ხელისუფლების, რომ თან იძახიან ტერორიზმთან გვაქვს საქმე და თან არაფერს აკეთებენ, ასმაგად კიდევ უფრო გაუგებარია საერთოდ რითია დაკავებული",- განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ელენე ხოშტარიას თქმით, ეს კომისია უნდა შეიქმნას.

„საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, ეს იქნებოდა საშუალება ზეწოლა მომხდარიყო საგამოძიებო უწყებებზე, რომ პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, რაც არის. ხელისუფლებას გონია, რომ ამ აუდიო ჩანაწერით, მართალიც რომ აღმოჩნდეს, გადაფარავენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს. ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის",- განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს