მამუკა ბახტაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისი „ნამდვილი ევროპული ქალაქი იქნება“.

„ვიცით, რომ სხვა მიმართულებებშიც გვაქვს პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, თბილისის მეტროპოლიტენი. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი. ჩვენ ამას გპირდებით და ამას აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა