სოფო კილაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - ღმერთმა დაგვიფაროს ის შედეგი დადგეს, რაც ჩანაწერში მოვისმინეთ

ღმერთმა დაგვიფაროს ის შედეგი დადგეს, რაც მოვისმინეთ ჩანაწერში. პრევენცია არის უმნიშვნელოვანესი, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, სუს-ის გუშინდელ განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.

„რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ტელეეკრანიდან, კონკრეტული ჩანაწერი, რომელიც, როგორც სუს-ი ამბობს, კანონის სრული დაცვით იქნა მოპოვებული, ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ტერორიზმი არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს მთელ მსოფლიოს ემუქრება. თუ ეს სავარაუდო ფაქტი არსებობს და მართლაც მზადდებოდა თავდასხმა კონკრეტულ ადამიანზე და მის ოჯახზე, ეს არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი და ვფიქრობ, ამას შემდეგი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, საფუძველი ნამდვილად არსებობს, რომ ვიფიქროთ სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ჰქონოდა ადგილი. ტერორიზმი, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნამდვილად არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა“, - განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის შესაძლო დაკავებაზე დასმულ კითხვას, კილაძე აცხადებს, რომ ეს სამართლებრივი საქმეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა