გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი „ილიას ბაღში“ ახლად დამონტაჟებული ატმოსფერული ჰაერის ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად „ილიას ბაღში“ ახლად დამონტაჟებული ატმოსფერული ჰაერის ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე რიგით მე-5 ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური გაიხსნა. აღნიშნული სადგური გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სრულყოფილი მონაცემები 24 საათის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მყარი ნაწილაკების (PM10,PM2.5) შემცველობა.

„დავით აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული სადგურიდან მიღებული მონაცემები განთავსებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი "ილიას ბაღში" ატმოსფერული ჰაერის ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო