„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისთვის ახალი, სწრაფი, მარტივი და თანამედროვე ინტერნეტბანკის შექმნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს ბანკი“, ბიზნესისთვის ახალი, კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და თანამედროვე ინტერნეტბანკის შექმნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ბიზნეს ინტერნეტბანკი არის მარტივი ნავიგაციისა და დახვეწილი ვიზუალის მქონე, ყველა თანამედროვე მოწყობილობაზე გათვლილი ინტერნეტბანკი, რომლისთვისაც შეიქმნა ავტორიზაციის ახალი ერთიანი სისტემა.

„ამიერიდან, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, იდენტიფიკაცია გაიაროს ყველა ელექტრონულ არხში ერთი მომხმარებელის სახელით და პაროლით. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესპროცესებს, რადგან თუკი ფიზიკური პირი არის რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი, ის ინტერნეტბანკიდანვე შეძლებს ნავიგაციის გაკეთებას სხვადასხვა კომპანიის ინტერნეტბანკში, მომხმარებელის სახელის და პაროლის დამატებითი მითითების გარეშე. პროცესის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის კომპანიის ხელმძღვანელს უკვე ინტერნეტბანკიდანვე აქვს შესაძლებლობა, საკუთარ თანამშრომელს გაუწეროს ინტერნეტბანკის იუზერი და მისცეს სხვადასხვა ტიპის უფლებები და აღარ არის საჭირო სერვისცენტრში ვიზიტი თუ მინდობილობის გაფორმება“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა პროდუქტზე (ანგარიშებზე, ბარათებზე, დეპოზიტებზე, სესხებზე, გარანტიებზე) და მარტივად მართოს ისინი. ახალი ინტერენტბანკიდან ასევე შესაძლებელია ბიზნეს ბარათის შეკვეთა, ანგარიშისა თუ ანაბრის გახსნა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტბანკიდანვე მოითხოვოს სესხი და საბანკო გარანტია. გაიაქტიუროს ბარათის დაცვა და 3D უსაფრთხოების სერვისი. ასევე, დააკორექტიროს ბარათის ხარჯვის ლიმიტები.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო თანამედროვე, ნიშნავს იყო მუდმივ განვითარების პროცესში, უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშავო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის სწორედ თანამედროვე ტრენდების, მომხმარებლის სურვილების, უამრავი პროფესიონალის შრომის და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ წარმოგიდგენთ ქართულ ბაზარზე თანამედროვე, სრულყოფილ და მარტივ ინტერნეტბანკს, იმისათვის, რომ ბიზნესს გავუმარტივოთ ბიზნესპროცესები, საქმის კეთება და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს ოპერაციების მარტივად, სწრაფად და უსაფრთხო შესრულების მიზნით ასევე აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ბიზნესისთვის მობილბანკის აპლიკაციით mBusiness, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება App Store-ზე და Play Store-ზე. საქართველოს ბანკი აგრძელებს ინტერნეტბანკის განვითარებაზე მუშაობას და მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო