თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს სტუმრობდნენ

საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სუფსაში განთავსებული საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) სტუმრობდნენ და მის საქმიანობას გაეცნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ კეკელიძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, თემურ კვანტალიანმა დეპუტატებს მართვის ცენტრის ძირითადი საქმიანობა და ცენტრის ფუნქციები გააცნეს. აღინიშნა, რომ ერთობლივი მართვის ცენტრი, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების, კერძოდ შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოს საზღვაო სივრცეში სასაზღვრო– საზღვაო პოლიტიკის გატარებას, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ზომების მიღებას უზრუნველყოფს. დეპუტატები საქართველოს საზღვაო სივრცის დარღვევის შემთხვევებზე და მათზე რეაგირების მექანიზმებით დაინტერესდნენ და კონკრეტული ფაქტები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ცენტრის როლსა და დანიშნულებაზე ისაუბრეს.

„საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების ფარგლებში, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი მოვინახულეთ. შთამბეჭდავია ის რეფორმა, რომელიც 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო და დღეს შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ცენტრი სრულად აკონტროლებს ჩვენ საზღვაო აკვატორიას და ყველა ის ფუნქცია, რაც უკავშირდება როგორც ეკონომიკურ, ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს, თავმოყრილია ამ ცენტრში. კომიტეტი მიესალმება იმ რეფორმებს და შედეგებს რაც ერთობლივი ცენტრის ფარგლებშია მიღწეული“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

მანვე საქართველოს პარტნიორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა ცენტრის შექმნის პროცესში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ ცენტრში მომზადებული და კომპეტენტური შემადგენლობა პროფესიულად ახორციელებს თავის საქმიანობას.

„შეხვედრაზე სხვადასხვა ხედვები განვიხილეთ, მათ შორის ის ამოცანები და გამოწვევები, რომლებიც დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე.

ნიშანდობლივია და აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო უზრუნველყოფის სეგმენტში ცენტრს აქტიური კომუნიკაცია აქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ანალოგიურ ცენტრებთან და ინფორმაციის მიმოცვლა ოპერატიულად მიმდინარეობს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

„შავი ზღვის სანაპიროზე ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრები ფოთში, ყოველწლიურ საჩვენებელ საწვრთნელ სწავლებას დაესწრნენ, სადაც აბორდაჟის ჯგუფმა ტერორისტებისგან საცურაო საშუალების გათავისუფლების ოპერაცია განახორციელეს. იმიტირებული სპეცოპერაციის შესრულება კომიტეტმა დადებითად შეაფასა“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა