სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში იმუშავებს.

ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

„დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის დონე მაღალია. ადამიანებს უწევთ ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა და ისინი როდესაც მიდიან სამუშაო ადგილებზე, უნდა იყვნენ დაცულები იმისგან, რომ მათ არ მოუვათ უბედური შემთხვევა. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ამ უბედურ შემთხვევებს ნულამდე დავიყვანთ, ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შევამციროთ. ჩვენი ამოცანაა ახლა მოვახდინოთ ზედამხედველობა, თუ როგორ სრულდება ის კანონები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა დადებითი ტენდენციებია, რა გამოწვევები, რატომ ხდება ის, რომ კვლავ გვაქვს ფატალური შედეგები რეფორმების მიუხედავად და გყავს დაშავებული ადამიანები. ამას გავაკეთებთ საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში. მეორე მიმართულებაა დავადგინოთ ხარვეზები და შემდგომში პარლამენტი, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს პრეროგატივაა განსაზღვროს ძირითადი მიმართულებები და დასახოს გადაჭრის გზები, რომლის იდენტიფიცირებასაც ჩვენ ერთად მოვახდენთ“, - განაცხადა კილაძემ.

მოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები. თემატური მოკვლევის ბოლოს, შესაბამისი ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ 2019 წლის 9 მაისიდან 9 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. „თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკომიტეტო მოსმენაზე სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი შუალედური ანგარიშების მიხედვით გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, შრომის უსაფრთხოების კუთხით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა.

შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის პირველი ეტაპი 2019 წლის მარტში ამოქმედდა. კანონი სრული დატვირთვით 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა