სასამართლომ მანქანების გაყოფის საქმეზე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სამოქალაქო დავაზე, რომელიც ქორწინების პერიოდში შეძენილი 3 ავტომობილის გაყოფას ეხებოდა, გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ავტომობილ ,porsche Cayenne-ის ღირებულების ნახევრის მესაკუთრედ ცნო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა მეორე მანქანის - Mercedes GL-ის გაყოფის საკითხზეც და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ყოფილი მეუღლისთვის ავტომობილის ღირებულების ნახევარის - 15 500 ლარის გადახდა დააკისრა.

რაც შეეხება მესამე ავტომობილ BMW X5-ს, ამ ნაწილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა და მანქანა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მფლობელობაში დატოვა.

„სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. შეიძლება ითქვას, რომ 2/3-ის ნაწილში ჩვენს სასარგებლოდ დაკმაყოფილდა, რაც შეეხება 1/3 (ერთი მანქანის ნაწილში) სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი პოზიციები და იგი დატოვა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მფლობელობაში”, - განაცხადა ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი. მისი თქმით, ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში.

„გაურკვეველია და შეუსაბამობაშია სარჩელის დაუკმაყოფილებელი და დაკმაყოფილებული ნაწილიც. თუ სასამართლოს მიაჩნდა, რომ სარჩელი დასაკმაყოფილებელი იყო, გაურკვეველია, რატომ დაკმაყოფილდა ერთი ავტომობილის ნაწილში და რატომ არ დაკმაყოფილდა მეორე ავტომობილის ნაწილში. ასევე გაურკვეველია, რატომ დაგვაკისრა დამტვრეული მანქანიდან წილის კომპენსაცია. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

იხილეთ ვიდეო: სასამართლომ მანქანების გაყოფის საქმეზე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა