სალომე სამადაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე - ჩანაწერების ტირაჟირება, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მიზნით, ტერორიზმთან ბრძოლის სამართლებრივი ფორმა არ არის

თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე საბუთი, რომელიც რეალურად ადგენს კავშირს მალხაზ მაჩალიკაშვილის სავარაუდოდ ტერორისტულ საქმიანობასთან, მაშინ ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. ჩანაწერების ტირაჟირება, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მიზნით ტერორიზმთან ბრძოლის სამართლებრივი ფორმა არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, გუშინ, სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის პიარსვლა, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.

„საზოგადოებრივი აზრი არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ამ საქმის სამართლებრივი მხარე. მაჩალიკაშვილის მამა უკვე დიდი ხანია ითხოვს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში. მე ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს დღეს ხელის შემშლელი ფაქტორი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის, მითუმეტეს თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მათი პოზიციები ამ საქმესთან დაკავშირებით არის ძლიერი.

ჩვენ არ ვაპირებთ ავყვეთ ხელისუფლებას რაღაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის დაწყებულ თამაშში, რადგან თუ ვცხოვრობთ კანონიერ სახელმწიფოში, კანონი არის ერთი და უზენაესი, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის და მისი შვილისთვის, რომელიც მოკვდა.

ტერორიზმის საფრთხე არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა სახელმწიფოსთვის და კანონი არეგულირებს მათ შორის იმას, როგორ ვებრძვით ჩვენ ამ საფრთხეს. თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე საბუთი, რომელიც რეალურად ადგენს კავშირს ამ ადამიანის სავარაუდოდ ტერორისტულ საქმიანობასთან, მაშინ ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. ჩანაწერების ტირაჟირება, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მიზნით, არ არის სამართლებრივი ფორმა, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის",- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა