ირაკლი კოვზანაძე - საინვესტიციო ფონდები კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი რგოლია

საფინანსო ბაზარი საქართველოში, თითქმის, მთლიანად წარმოდგენილია საბანკო სექტორის სახით, კაპიტალის ბაზარს კი უმნიშვნელო როლი და ადგილი უკავია, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში ორგანიზებულ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გახსნისას, რომელიც „საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას ეძღვნება.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა განაპირობა როგორც ობიექტურმა, ისე სუბიექტურმა ფაქტორებმა, მათ შორის, მაკრო და მიკროეკონომიკურმა, ინსტიტუციონალურმა, თუ სამართლებრივმა.

„კაპიტალის ბაზრის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენციის შექმნის, ერთი მხრივ, რესურსებზე წვდომის და, მეორე მხრივ, რესურსების განთავსების ალტერნატიული საშუალებების განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს ხანში მოხდება და ის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სწორედ იმიტომ, რომ პარლამენტში კანონპროექტის შემოსვლამდე კიდევ ერთხელ მოხდეს მისი განხილვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, იქნებიან ესენი დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

დიალოგი პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, USAID-ის პროექტის ,,მმართველობა განვითარებისთვის“, ,,ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრის„ (BEC) ორგანიზებით, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობით იმართება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა