საქალაქო სასამართლო დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონიშვილის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მხარეთა შორის დავის საგანს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა და ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის დაკისრება წარმოადგენდა.

საქმე ეხება ქორწინების პერიოდში, მოპასუხე დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონიშვილის მიერ შეძენილ სამ სატრანსპორტო საშუალებას (PORSCHE CAYENNE, BMW X5, MERCEDES-BENZ GL 450), რომელთა საშუალო საბაზისო ღირებულება, მოსარჩელის განცხადებით წარმოადგენს 68 000 აშშ დოლარს.

„სასამართლომ მხარეთა არგუმენტების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვა-გაანალიზების შედეგად, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნო ავტომანქანების PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ MERCEDES-BENZ GL 450-ის გასხვისებით მიღებული სარგებლის 1/2 ნაწილის, კერძოდ 15500 ლარის გადახდა დაეკისრა. ავტომანქანა BMW X5-ზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს