ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პირველად ესმის იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილს სომხეთში შეშვებაზე უარი უთხრას

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პირველად ესმის იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სომხეთში შეშვებაზე უარი უთხრას. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„პირველად მესმის, რომ ასეთი საკითხი არსებობს. მსგავსი საკითხი ჩემთან არავის განუხილავს“, - განაცხადა ფაშინიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

სააგენტოს მოყავს მიხეილ სააკაშვილის მიერ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერილი პოსტი, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინი ითხოვს, რომ სააკაშვილს არა თუ არ უნდა დაუბრუნონ უკრაინის მოქალაქის პასპორტი, ასევე კატეგორიულად მოითხოვს, არ შეუშვან უკრაინაში. მისივე თქმით, პუტინმა ასევე მოსთხოვა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი თავის ქვეყნებში არ შეუშვან.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა