ირაკლი პეტრიაშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსკლუზიური ჯილდო მიიღო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO-ACTRAV) მშრომელთა აქტივობების ბიუროს დირექტორმა, მარია ჰელენა ანდრემ ირაკლი პეტრიაშვილი სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, სერტიფიკატი საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ღირსეული შრომის პრინციპების დანერგვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.

მათივე ინფორმაციით, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ჯილდოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო - ILO) გაეროს უმსხვილესი ბიუროა, თუმცა გაეროზე მეტი ხნისაა და წელს მისი 100 წლის იუბილე აღინიშნება. სწორედ ეს ორგანიზაციაა მსოფლიოში სოციალურ სამართლიანობისა და ღირსეული შრომის მაღალი სტანდარტების დამდგენი და მთავარი შემფასებელი.

„ირაკლი პეტრიაშვილს ექსკლუზიური ჯილდო „ღირსეული შრომის პრინციპების დანერგვის საკითხში პირადი ღვაწლისა და აქტიური თანამშრომლობისთვის“ მიენიჭა. მსოფლიო პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა სპეციალური სერტფიკატი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასაც“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა