ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ყველა რეგიონში მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამ დროისთვის 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური უკვე განთავსებულია, რომელთა მეშვეობითაც ნადგურდება გამოსული მავნებელი. მუდმივი მონიტორინგის შედეგად მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის მიერ პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციებიც განისაზღვრა, სადაც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებების განხორციელებისთვის დასავლეთ საქართველოში მობილიზებული და რეგიონების მიხედვით გადანაწილებულია 250 ერთეულზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა. ამავდროულად მავნებელთან ბრძოლის მეთოდებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობის ინფორმირება მოხდება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე ვებგვერდზე: parosana.ge.

„სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად არის მობილიზებული ყველა რესურსი იმისათვის, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და შეუფერხებლად ჩატარდეს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებელი იწყებს გამოსვლას და ემზადება კვერცხდებისთვის. ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, მავნებლის ბიოლოგიური თავისებურებებიდან და ფაზებიდან გამომდინარე მიმდინარეობს. ფაროსანასთან ბრძოლის ამ ეტაპზეც უმნიშვნელოვანესია თითოეული რგოლის და მოსახლეობის ჩართულობა, ყველა მეთოდის, მათ შორის, განადგურების მექანიკური საშუალებების გამოყენება, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა და ნაკლებად დაზიანდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურები“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.

იხილეთ ვიდეო: აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში აქტიურად გრძელდება

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს