მამუკა მდინარაძე სუს-ის ინფორმაციაზე - სამართლებრივი შეფასება პროკურატურის გადასაწყვეტია და ავთენტურობის დადასტურების შემდეგ გვეცოდინება კიდევ უფრო მეტად და მყარად, რა ხდებოდა სინამდვილეში

ის, რომ ვიღაცას თურმე თავში ასეთი აზრები მოსდის და ის, რომ საქართველოში პოლიტიკოსებიც კი აღმოჩნდებიან, რომლებიც მსოფლიოში ნომერ პირველ საფრთხედ მიჩნეულ თემას იყენებენ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, ეს არის ძალინ ცუდი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც არის იმაზე, რომ ჩვენ ადეკვატური პასუხები გავცეთ ამას,- ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გუშინ, სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.

„სამართალდამცველმა ორგანომ, რომელმაც აღკვეთა ძალიან მძიმე დანაშაული გადაწყვიტა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. სამართლებრივი შეფასება პროკურატურის გადასაწყვეტია და ავთენტურობის დადასტურების შემდეგ გვეცოდინება კიდევ უფრო მეტად და მყარად, რა ხდებოდა სინამდვილეში. ის, რომ ვიღაცას თურმე თავში ასეთი აზრები მოსდის და ის, რომ საქართველოში პოლიტიკოსებიც კი აღმოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც მსოფლიოში ნომერ პირველ საფრთხედ მიჩნეულ თემას იყენებენ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, ეს არის ძალიან ცუდი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც არის იმაზე, რომ ჩვენ ადეკვატური პასუხი გავცეთ ამას. ჩვენ არ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებების გარეშე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება ხდება",- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა