ლადო კახაძე - მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ვერის მოსახლეობას მელიქიშვილის გამზირზე შეხვდა.

"მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის. ჩემი კარი იქნება მუდამ ღია თქვენთვის. ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი პრობლემა უნდა მოიტანოთ ჩემამდე, რომ შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მიიღება ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, დავაინიცირო ეს საკითხები. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მივხედოთ ავარიულ შენობა-ნაგებობებს. პირდაპირი და ყოველდღიური კომუნიკაცია მექნება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ვიქნები გარანტი იმისა, რომ უმოკლეს დროში დავიწყებთ ამ საკითხის მოგვარებას", - განაცხადა ლადო კახაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა