ირაკლი ბენდელიანი - თუ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული იქნება, რომ მშენებლობის პროცესი გურამიშვილის ქუჩაზე მიწის ჩამოშლის მიზეზია, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება

თუ დასკვნაში მითითებული იქნება, რომ მშენებლობის პროცესი გურამიშვილის ქუჩაზე მიწის ჩამოშლის მიზეზია, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მან ისაუბრა გურამიშვილის ქუჩაზე მიწის მასის ჩამოშლაზე, რომლის გამოც მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

„კონკრეტული კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა მოხდა მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე და გამოყვანილები იქნებიან იმ ეტაპამდე, სანამ სრულად არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მიმდებარედ არსებული კორპუსის მშენებლობას და ამ მშენებლობის ამ პროცესებთან დაკავშირებას, ამაზე ცალსახად და ხაზგასმით არ შემიძლია ვთქვა, რადგან ჩვენ დღესვე მივმართეთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ამასთან დაკავშირებითაც იქნება შეკითხვა დასმული და როგორც კი მათი დასკვნა მოგვივა, თუ ცალსახად იქნება მითითებული, რომ ეს მშენებლობის პროცესი მომხდარის გამომწვევი მიზეზია, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, მიწის მასა ჩამოიშალა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო