სოსო გოგაშვილი - არ გამოვრიცხავ, ზოგიერთებმა მაჩალიკაშვილს რამე დამართონ და ისრები ჩემკენ გადმოწიონ - მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მიიღონ ზომები, რომ  ეს არ მოხდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი არ გამორიცხავს, რომ გარკვეულმა პირებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს „რამე დამართონ, ისრები კი მისკენ გადაწიონ“.

ამის შესახებ გოგაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

„მე, რა თქმა უნდა, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და არანაირ უკანონობას არ ჩავიდენ. არ ჩამიდენია და არც შურისძიების მოტივი მამოძრავებს. ამას მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მაჩალიკაშვილს და მის ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ, მას რამე დამართონ და ამით ისრები ჩემკენ და ხელისუფლებისკენ გადმოწიონ“, - განაცხადა გოგაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, „მაქსიმალური ზომები მიიღონ, რათა ეს არ მოხდეს“.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს