დავით ბაქრაძე - არჩევნები არის საშუალება, რომლითაც ხალხი უმაქნის და მავნებელ ხელისუფლებას ცვლის - გამოიყენეთ თითოეული არჩევნები ცხოვრების გასაუმჯობესებლად

დავით ბაქრაძე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ზაურ ქაშიბაძესთან ერთად წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრინის მოსახლეობას ხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ აცნობეს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს მოუწოდა, თითოეული არჩევნები თავიანთი ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოიყენონ.

„უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები არის სწორედ ის საშუალება, რომლითაც ხალხი ცვლის უმაქნის და მავნებელ ხელისუფლებას და იუმჯობესებს საკუთარ ცხოვრებას, ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო - გამოიყენეთ თითოეული არჩევნები თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. არა იმისთვის, რომ ვიღაც კაბინეტში შევიდეს, არა იმისთვის, რომ ვიღაც საკრებულოს ან პარლამენტის წევრი გახდეს, გამოიყენეთ თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ყველამ ერთად ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ მთავრობა რომელიც არ აკეთებს ხალხის საქმეს, რომელსაც არ აწუხებს ხალხის გაჭირვება და რომელიც გვერდით არ უდგას ხალხს, ასეთი მთავრობა აუცილებლად დამარცხდება შუალედურ არჩევნებშიც და მთავარ არჩევნებშიც, აუცილებლად მშვიდობიანად გავუშვებთ სახლში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე.

შეხვედრას პარტიის სხვა წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მხარს ზაურ ქაშიბაძეს უჭერენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო