კრწანისის რაიონში დასუფთავების აქცია მოეწყო

კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის რაიონში შვიდი ლოკაცია დაასუფთავა.

ნარჩენებისგან გაიწმინდა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის ერთი მონაკვეთი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორია, თაბორის მთა, კრწანისის სკვერი და კრწანისის ქუჩაზე არსებული ხევი. ამასთანავე, დასუფთავდა ლეღვთახევის ტერიტორია. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და მთამსვლელთა ჯგუფი.

აქციას კრწანისის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, რაიონში არსებული კერძო სკოლა „კრწანისი მარჯის“, N218, N153, N127, N70, N65, N144, N72 და N75 საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ. მოსწავლეებმა თავიანთი სკოლების ეზოები დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა კრწანისის სასწავლო უნივერსიტეტის - „გეო-მედი“ სტუდენტებმაც მიიღეს.

კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებსა და აქციის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

კამპანიის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, კრწანისის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ღონისძიებას აწყობს, რომლის მიზანი გარემოს დაცვა და ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა