ლუკ კოფი - საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი იყოს ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის დამსახურებული წევრი

„საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი იყოს ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის დამსახურებული წევრი მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სწორ გზაზე განაგრძობს სვლას, სვლის ტრაექტორია სწორია და სწორედ ეს არის ნიშანდობლივი, - ამის შესახებ Heritage Foundation-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ლუკ კოფმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

„დემოკრატია არის პროცესი და არა დამდგარი შედეგი. ყოველი ქვეყანა ცდილობს გახდეს უკეთესი. ზოგიერთი ამას წარმატებით ახერხებს, ზოგს აქვს შიდა პრობლემები. ჩემთვის პირადად, მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველო სწორ გზაზე განაგრძობს სვლას, მისი სვლის ტრაექტორია სწორის და სწორედ ეს არის ნიშანდობლივი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი იყოს ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის დამსახურებული წევრი, სწორედ ეს მგონია მართებული ხედვა ნაცვლად იმისა, რომ ვითხოვდეთ ას პროცენტიან სრულყოფილებას საქართველოსგან“, - აცხადებს ლუკ კოფი.

აღნიშნულ ინფორმაციას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს