უილიამ კორტნი - რჩება სფეროები, სადაც მეტი პროგრესის მიღწევაა საჭირო, ესაა სასამართლო ხელისუფლება და კანონის უზენაესობა

საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს დასავლური საგარეო კურსი და ამავე დროს შეინარჩუნოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს დასავლური საგარეო კურსი და ამავე დროს შეინარჩუნოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან , - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ რჩება სფეროები, სადაც უფრო მეტი პროგრესია საჭირო. უილიამ კორტნი ასეთ მიმართულებად სასამართლო ხელისუფლებას და კანონის უზენაესობას ასახელებს.

,,საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს დასავლური საგარეო კურსი, თუმცა ამავე დროს შეინარჩუნოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან . ვგულისხმობ, საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, თუმცა რჩება სფეროები, სადაც მეტი პროგრესის მიღწევაა საჭირო, ესაა სასამართლო ხელისუფლება და კანონის უზენაესობა.

უნდა განხორციელდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება, რათა მოხდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. უნდა განხორციელდეს ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გაზრდის საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. სწორედ ასე გახდება საქართველო უფრო მეტად მიმზიდველი დასავლეთისთვის, ვგულისხმობ ევრო სტრუქტურებში მის ინტეგრაციას",- განაცხადა საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა.

ინფორმაციას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს