სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი - საქართველოში გაზის ქსელი საშინელ მდგომარეობაშია - ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით

საქართველოში გაზის ქსელი არის საშინელ მდგომარეობაში - ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით, - ამის თაობაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორმა ალექსანდრე ბეჟანიშვილმა განაცხადა.

„ყველანი მოწმე ვართ იმისა, რომ კვირა არ გაივლის ისე, რაღაც არ აფეთქდეს, არ მოხდეს გაზის გაჟონვა, გამათბობელი ხელსაწყოების გამო არ დაიღუპონ ან მოიწამლონ ადამიანები და ასე შემდეგ. ეს სფერო დატოვებულია სახელმწიფო ზედამხედველობის გარეშე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ხელთ მაქვს უსაფრთხოების წესები გაზის მეურნეობაში, რაც დღეს ფარატინა ქაღალდია. იკითხეთ, რომელი ნორმატიული აქტით ხელმძღვანელობენ დღეს?! გაზის ქსელები არის საშინელ მდგომარეობაში - ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით! უნიკალური ქვეყანა ვართ იმ მხრივ, რომ გაზის ქსელი ყოველგვარი დაცვის გარეშეა - არანაირი დაცვა არ არის. ეს ასე დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს, სანამ დიდი უბედურება არ მომხდარა, ამ სფეროს ყურადღება უნდა მიექცეს”, - განაცხადა ალექსანდრე ბეჟანიშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე.

მის პასუხად დეპუტატმა რევაზ არველაძემ აღნიშნა, რომ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში კომისია შეიქმნა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც სამინისტრომ და მარეგულირებელმა კომისიამ გარკვეული დავალებები მიიღო, უფრო ქმედითი ნაბიჯები კი, არ გადაიდგა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს