ვეტერანების შვილებს და შვილიშვილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

11 მაისს, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ვეტერანების 16 წლამდე ასაკის შვილებისა და შვილიშვილებისთვის, უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები ჩატარდება.ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

ბენეფიციარებს სამედიცინო აქციის ფარგლებში მომსახურებით სარგებლობა დილის 10:00 საათიდან თბილისში, ლუბლიანას ქ. N 21-ში შეეძლებათ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა