სამ თვეში 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავალმა 2 მილიარდ 580 მილიონი ლარი შეადგინა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დაგეგმილი ბიუჯეტის მაჩვენებლები პირველ კვარტალში ფაქტობრივად სრულადაა შესრულებული.

კაკაურიძემ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის ანგარიში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს გააცნო.

მისი თქმით, პირველ კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 4,5%-ის ზრდის ფარგლებში.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამ თვეში 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავალმა 2 მილიარდ 580 მილიონი, ხარჯმა კი 2 მილიარდ 818 მილიონ ლარს შეადგინა. შესაბამისად, 2019 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებელმა 104,8%-ს მიაღწია, ხარჯვითი ნაწილი კი - გეგმური მაჩვენებლის 95.6%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა