აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და კომპანია „კარფურმა“ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს აგრაფინა თავართქილაძესა და შოთა გვილავას ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს.

კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით სასაჩუქრე კალათა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ ყველა დევნილ ვეტერანს გადაეცემა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა