სალომე ზურაბიშვილი  - რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს დასავლელი პარტნიორების იმედი აქვს

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ სწავლებთა ინსტიტუტს ეწვია და სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. პრეზიდენტს უნივერსიტეტში აღმოსავლეთ სწავლებათა ინსტიტუტის დირექტორმა იან მალიცკიმ და ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით პოლბაიამ უმასპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილმა ლექციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგაციასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივამ პოზიტიური როლი შეასრულა, 10 წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და სხვა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესში აღნიშნული მიღწევების შემდეგ, დღეს საქართველო ცდილობს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა განავითაროს და ევროკავშირის კონკრეტულ პროგრამებში ჩაერთოს - განათლების, კულტურისა, თუ სატრანსპორტო სექტორების მიმართულებებით.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მიესალმება ევროკავშირისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ორიენტირებულია განვითარებაზე, რათა წარმატებით გაიაროს წევრობამდე დარჩენილი გზა.

სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე ხაზი გაუსვა შავი ზღვის მნიშვნელობასაც, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირის პროექტებთან მიმართებაში. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო -პოლონეთის განსაკუთრებულ, ორმხრივ ურთიერთობებზე. ვარშავის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებას კი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწოდა.

ლექციის შემდეგ სტუდენტებმა საქართველოს პრეზიდენტს შეკითხვები დაუსვეს.

თავის მხრივ, ახალგაზრდები დაინტერესდნენ საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით და როგორ ხედავს საქართველო კონფლიქტის გადაწყვეტის გზას.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების იმედი აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა